loader

დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი მანქანის სამალავში - "ყაზბეგის" საბაჟოზე ერთი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი მანქანის სამალავში - "ყაზბეგის" საბაჟოზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, მოქალაქე აშრაფ ალიევი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე რელიზაციის მიზნით შემოიტანა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 10 წლამდე.