loader

აზერბაიჯანელმა მომღერალმა ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე პირველი ქართული კლიპი გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელმა მომღერალმა ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე პირველი ქართული კლიპი გადაიღო

აზერბაიჯანელმა მომღერალმა აისელ მამედოვამ ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე პირველი ქართული კლიპი გადაიღო. სიმღერას ისტორიული დატვირთვა აქვს და ორი ერის მეგობრობას ეძღვნება.

აისელ მამედოვა 2009 წელს "ვიცე-მის თბილისი" გახდა, ხოლო 2015 წელს ყაზანში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე TURKVISION inis საქართველოს სახელით გაიმარჯვა. აისელი მრავალი წელია მღერის და ეს მისი პირველი კლიპია ქართულ ენაზე. კლიპი წარმატებულმა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, ვუგარ ალიევმა გადაიღო. მისი პრეზენტაცია 30 იანვარს ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ მუზეუმში გაიმართება.