"კახა კალაძე პათოლოგიური მატყუარაა" - დოკუმენტები მინისტრის წინააღმდეგ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პათოლოგიური მატყუარაა. წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კალაძემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ ის მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.