"ლარის კურსი ახლოსაა საგანგაშო ზღვართან, მთავრობას მოვუწოდებთ, გამოფხიზლდეს"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსის "დასაჭერად" ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს 407 მილიონამდე დოლარი აქვს რეზერვიდან დახარჯული. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, მთავრობის ზერელე დამოკიდებულება, პირველ რიგში, აისახება ეკონომიკის შემცირებაზე, ამავდროულად, ლარის გაუფასურებაზე და ეს ყველაფერი ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება.