"ნაციონალები" პრემიერ-მინისტრს შეხვედრას სთავაზობენ - რა გეგმის გაცნობა სურს პარტიას კვირიკაშვილისთვის?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრას სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის შესახებ მათ მიერ მომზადებული გეგმის გაცნობა სურს.