loader

უნიკალური ქართული ანბანი, რომელიც 40 ასო-ნიშანს შეიცავს და საოცარ ისტორიებს მალავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური ქართული ანბანი, რომელიც 40 ასო-ნიშანს შეიცავს და საოცარ ისტორიებს მალავს

ქართული ანბანი დიდი საგანძურია არა მარტო ქართველი ერისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ქართულმა ანბანმა, თავისი არსებობის მანძილზე, 3 საფეხური განვლო - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. თითოეულ მათგანს დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასომოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურის.

სწორედ ამ საგანძურის მოფრთხილება და მისი საოცარი და საინტერესო თვისებების წარმოჩენა იყო მიზეზი, რამაც გიორგი-იური სალუქვაძეს ქართული ანბანის გაერთიანებისკენ და ახალი უნიკალური ანბანისკენ უბიძგა, რომელზეც 3 წელზე მეტხანს მუშაობდა. მას წარმოდგენილი აქვს 40 ასო, რომელიც თავის თავში აერთიანებს მის წინამორბედ ასოებს და თუ თითოეულს კარგად დავაკვირდებით, მასში საოცარ ქვეტექსტებსა და ისტორიებს აღმოვაჩენთ.