loader

მოკლა თუ არა კუჭავამ საკუთარი და, გერი, ცოლ-ქმარი ნინუები და მაღალდაძე - არჩილ თალაკვაძის ხმაურიანი განაცხადი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლა თუ არა კუჭავამ საკუთარი და, გერი, ცოლ-ქმარი ნინუები და მაღალდაძე - არჩილ თალაკვაძის ხმაურიანი განაცხადი

შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხ საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ გააცოცხლა, ამოსწია კითხვის ნიშნები სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც 2005-09 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომლებსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ გამოძიება ამ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის დადგენაზე მუშაობს.