loader

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 5-ბალიანი შტორმი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 5-ბალიანი შტორმი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ, ტალღები საღამოს საათებიდან გააქტიურდება და ღამის განმავლობაში 5-ბალიან შტორმს მიაღწევს.

ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის სახით, ხოლო მთებში თოვა. უამინდობა შენარჩუნდება ხვალაც, ხოლო 21 იანვარს გამოიდარებს.