სიკეთის გაკვეთილი 19 წლის ბიჭისგან - ფოტოს ისტორია, რომელმაც ინტერნეტი აღაფრთოვანა
როგორც 35 წლის სარან ოუვენ ბიგლერმა დაწერა, მის წინ რიგში მყოფი მოხუცი დარჩენილი ხურდებით ყოველ ნივთს სათითაოდ ყიდულობდა, რადგან არ იცოდა, ეყოფოდა თუ არა თანხა. მოლარე იშმაელ გილბერტი კი მას მოთმინებით ეხმარებოდა თითოეული თეთრის დათვლაში. ამ ხნის განმავლობაში ბიჭი წამიერადაც კი არ გაღიზიანებულა და უხეშად არ მიუმართავს ქალისთვის. ამ სანახაობით მოხიბლულმა ოუვენ ბიგლერმა კი მაღაზიის მეპატრონეს მადლობა გადაუხადა კარგი თანამშრომლისთვის.
19 წლის იშმაელ გილბერტარისა და მოხუცი ქალის ისტორია ნებისმიერი ადამიანისთვის სიკეთის კარგი გაკვეთილია.
იყავი პირველი!