loader

”მოსკოვში გარბის კაცი და სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში?!” - რა ეჭვები აქვს ბიძინა კუჭავას მეუღლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”მოსკოვში გარბის კაცი და სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში?!” - რა ეჭვები აქვს ბიძინა კუჭავას მეუღლეს

საქმე არ არის გამოძიებული, დასკვნები არ დადებულა და ბიძინა კუჭავა გამოჰყავთ მანიაკალურ პიროვნებად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორ ვახტანგ ქვირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძინა კუჭავას მეუღლემ მარინა ნიკოლოზაშვილმა განუცხადა.

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე არ ეთანხმება გამოძიების მიერ გავრცელებულ ვერსიას და აცხადებს, რომ ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს. რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა კუჭავა აპირებდა საქართველოდან გაქცევას, მას თან არ ექნებოდა ქირიას სისხლიანი პასპორტიც. მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით, ის ასევე არ იცნობს იმ პირებს, რომლებიც ბიძინა კუჭავასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ.