კრასნოდარში ქალი შუქნიშანზე არ გაჩერდა და ორი მოსწავლე გაიტანა
კრასნოდარში, სტავროპოლის ქუჩაზე, 34 წლის მარია კ, რომელიც "ნისანით" მოძრაობდა, შუქნიშანზე არ გაჩერდა და სკოლის მოსწავლე და-ძმა გაიტანა. დარტყმის შედეგად 13 წლის ბიჭი და მისი 8 წლის და რამდენიმე მეტრზე გადავარდნენ. გოგონა მაშინვე წამოხტა და დახმარების საძიებლად გაიქცა, ბიჭი კი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბავშვები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად მათ საფრთხე არ ემუქრებათ. რაც შეეხება მძღოლს, მას 5 ათასი რუბლით დააჯარიმებენ და მართვის მოწმობას წლინახევრით ჩამოართმევენ.
ბავშვები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად მათ საფრთხე არ ემუქრებათ. რაც შეეხება მძღოლს, მას 5 ათასი რუბლით დააჯარიმებენ და მართვის მოწმობას წლინახევრით ჩამოართმევენ.