რომელია ხალხის რჩეული წიგნი? - "პალიტრა L"-მა კონკურსის გამარჯვებული გამოსცა
ხალხის რჩეული, 15 038 ხმის მფლობელი "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" მე-10 წიგნი, "მითოლოგიური ლექსიკონი" გამოვიდა. ეს არის აკაკი გელოვანის შედგენილი ვრცელი და ენციკლოპედიური ტიპის წიგნი, რომელიც შედგება ბერძნული, რომაული, ეგვიპტური, სკანდინავიური, შუმერული, ბაბილონური, ძველი სპარსული, ინდური, პოლინეზიური და ქართული მითოლოგიებისგან.
გამოკითხვა 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, შეიძლება ითქვას, რომ სამაგიდო წიგნების შერჩევაში მთელი საქართველო მონაწილეობდა. მკითხველის მოთხოვნა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ შეუძლებელი გახდა სამაგიდო წიგნების 10 ტომში მოთავსება. სწორედ ამიტომ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, სამაგიდო წიგნების სერია გაგრძელდეს სახელწოდებით "სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული", რომელშიც სწორედ თქვენი შერჩეული წიგნები შევა.