ვინ გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან? - ექსპერტები ესტონურ მოდელს აფასებენ
საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პირველი მნიშვნელოვანი რეფორმის საკითხი კვლავ გააქტიურდა. მთავრობა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე მუშაობს, რაც რეინვესტირების შემთხვევაში გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს. კომპანიები მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრებიან.
მოგების გადასახადის სახით ყოველწლიურად ბიზნესსექტორი ბიუჯეტში დაახლოებით 900 მილიონ ლარს იხდის. ბიზნესსექტორი მოგების გადასახადის რეფორმას უკვე ორი წელია ითხოვს.
ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ესტონულ მოდელზე გადასვლა კაპიტალის დაგროვებას ხელს შეუწყობს და საგადასახადო ადმინისტრირებას გაამარტივებს. ექსპერტთა ნაწილი საგადასახადო ლიბერალიზაციის პარალელურად, მთავრობას ხარჯების შემცირებას ურჩევს.