loader

ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ, ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ, ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია დილიდან იყო მობილიზებული. ადგილზე თეთრი ფერის "მერსედესის" მარკის ავტომობილი იყო გაჩერებული, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ანაბეჭდები აიღეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მანქანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ასევე სისხლის კვალი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, ვის ეკუთვნის აღნიშნული ავტომანქანა ან რატომ ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები.

ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს, ხოლო "მერსედესის" მარკის ავტომობილი ადგილიდან გადაყვანილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.