ძლიერი ხანძარი ძველ თბილისში - ცეცხლს 10 სახანძრო მანქანა აქრობს
საიათნოვას ქუჩის #1-ში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადაა გასული. ფიქსირდება ღია ცეცხლი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მიმდებარე ტერიტორიაზე, "თავისუფლების მოედანსა" და მიწისქვეშა გადასასვლელში, სავარაუდოდ, ამ ხანძრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.