loader

გაბრაზებული ივანიშვილი მარგიშვილს "ლოტოს კოჭს" ეძახდა? - რას ჰყვება პატიმრობაში მყოფი ჯოკია ბოდოკია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაბრაზებული ივანიშვილი მარგიშვილს "ლოტოს კოჭს" ეძახდა? - რას ჰყვება პატიმრობაში მყოფი ჯოკია ბოდოკია

დავით ნარმანიასა და ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ჯოკია ბოდოკიამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მას იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეები: ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს სთხოვდნენ. ბოდოკია აცხადებს, რომ ივანიშვილმა პირდაპირ მარგიშვილის დაკავება მოითხოვა, რადგან "პანორამა თბილისზე" უარყოფითი დასკვნის ერთ-ერთი ავტორი სწორედ მარგიშვილი იყო. 2015 წლის 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტზე ბრალდებული ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო. სასამართლომ მას სასჯელლის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა.

ასევე იხილეთ: რას პასუხობენ ნარმანია და მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას სკანდალურ განცხადებებს