loader

სამი პრემიერის ქეიფი მარანში - ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს ხვდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი პრემიერის ქეიფი მარანში - ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს ხვდებიან

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები საგურამოში, გურამიშვილების მარანში ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან ერთად იმყოფებიან. იქ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. უმრავლესობიდან კი, გურამიშვილების მარანში მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, შეხვედრა ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით დაიგეგმა.

"ჩვენ დღეს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. არანაირი პოლიტიკური საკითხები შეხვედრაზე არ განიხილება", - განუცხადა მან "Palitranews"-ს.
შეხვედრაზე არ იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

ასევე იხილეთ: რატომ ხვდება ”ოცნება” ივანიშვილს, ღარიბაშვილს და კვირიკაშვილს? - ”გადავწყვიტეთ შევკრიბოთ თანხა და გადავიხადოთ ახალი წლის ვახშამი”