"ვარსკვლავური ომები" რეკორდებს ხსნის - ლეგენდარული საგა ამერიკის მასშტაბით ყველაზე შემოსავლიანია
ჯორჯ ლუკასის ლეგენდარული საგა "ვარსკვლავური ომები" თითქმის ერთი თვეა კინოინდუსტრიაში რეკორდების მოხსნას განაგრძობს. 18 დეკემბერს კინოგაქირავებაში გამოსულ "ვარსკვლავური ომების" ბოლო ეპიზოდს, ჯეი ჯეი აბრამსის "ძალის გამოღვიძებას", რომელმაც გახსნის დღისა და გახსნის უქმეების რეკორდი მოხსნა, მხოლოდ 20 დღე დასჭირდა, გამხდარიყო არათუ 2015 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი, არამედ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ამერიკის მასშტაბით.
გარდა ამისა, "ვარსკვლავური ომები" გახდა ერთადერთი ფილმი ამერიკულ ბაზარზე, რომელმაც 800-მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა. თუმცა, ეს საბოლოო მაჩვენებელი არ არის - ფილმის ჩვენება ადგილობრივ კინოთეატრებში წარმატებით გრძელდება. ბოლო რეკორდი "ვარსკვლავური ომების" ანგარიშზე ჩინეთში დაფიქსირდა - მხოლოდ ერთ დღეში ფილმმა 53 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და ამით ქვეყნის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე