ქართველმა რეპერმა შეყვარებულს ცოლობა რესტორნის სცენიდან სთხოვა
რეპერი ედვარდ მეისონი, რომელიც ქართველმა მსმენელმა სატელევიზიო შოუ "X ფაქტორში" გაიცნო, დაოჯახდა. მომღერალმა საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნისთვის არაორდინარული გარემო - რესტორან "მრავალჟამიერის" სცენა შეარჩია და თანხმობაც მიიღო, რის შემდეგ Joe Cocker-ის You're so beautiful შეასრულა.