"ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი, დავდივარ უფეხსაცმლოდ, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობაზე ფიქრი..." - ქართველი კლასიკოსების საახალწლო ბარათები
როგორც ახლა, მაშინაც სწამდათ, რომ ყველაფერ ცუდს ძველ წელს გაატანდნენ და ახალი წარმატების, მშვიდობისა და ბედნიერების მომტანი იქნებოდა. ადამიანები, რომლებიც გასულ წელს მძიმე მოგონებებით აცილებდნენ და დამდეგს იმედით შეჰყურებდნენ, მხოლოდ უბრალო მოკვდავები როდი იყვნენ. ასე აცილებდნენ, ასე ხვდებოდნენ, ასე სტკიოდათ და ეიმედებოდათ ახალი წელი ქაართველ პოეტებსა თუ მწერლებს. მისალოცი წერილები წარსულიდან დროში გამოგზაურებთ. ქართველ კლასიკოსებს სტანდარტულ მისალოცში სათქმელი არასდროს ეტეოდათ, რადგან სამშობლოს სიყვარული და უკეთესი მომავლის იმედი ერთ პატარა მუყაოს ოთხკუთხა ფურცელზე ბევრად დიდი იყო.