ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა ჩაიკეტა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ჩაიკეტა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.