"ამაზონის" დამაარსებელმა ერთ დღეში 3,7 მილიარდი დოლარი დაკარგა
ორშაბათს საფონდო ინდექსების ვარდნის შედეგად, მსოფლიოს ხუთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა საერთო ჯამში, 8,7 მილიარდი დოლარი იზარალა. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ლიდერი "ამაზონის" დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი გახდა, რომელმაც "ამაზონის" აქციების 5,8%-ით ვარდნის გამო 3,7 მილიარდი დოლარი დაკარგა. კომპანია "ინდიტექსის" აქციების 3,5%-ით ვარდნის გამო 2,5 მილიარდი დოლარით - 70,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა კომპანიის დამფუძნებლის ამანსიო ორტეგას ქონება. ჯამში 2,5 მილიარდი დოლარი დაკარგეს უორენ ბაფეტმა, კარლოს სლიმმა და ბილ გეიტსმა.
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე