loader

"შვილმა ჩემ თვალწინ მოიკლა თავი..." - ყინვაში დარჩენილი 74 წლის ქალი PALITRA TV-ის რეპორტიორმა თავშესაფარში გადაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შვილმა ჩემ თვალწინ მოიკლა თავი..." - ყინვაში დარჩენილი 74 წლის ქალი PALITRA TV-ის რეპორტიორმა თავშესაფარში გადაიყვანა

5 იანვრის ღამეს, როდესაც თბილისში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცა, PALITRATV.GE იმ ადამიანების მოსანახულებლად გავიდა ქუჩებში, რომლებსაც თავშესაფრის არქონის გამო ყინვაში, ღია ცის ქვეშ უწევთ გათენება.

ჩვენთვის ცნობილი იყო თბილისის მერიის მზადყოფნა, რომ მიუსაფარებს ლილოს თავშესაფრის დროებითი მომსახურება შესთავაზოს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ, სწორედ ლილოს თავშესაფარში გადაყვანას ვთავაზობდით. ასე გავიცანით 74 წლის ჟოზეფინა ღლონტი, რომელიც მხოლოდ იმის გამო ათევს ქუჩაში ღამეს, რომ 1 წლის წინ მისმა შვილმა თავი საკუთარ სახლში, მისსავე თვალწინ მოიკლა... ამ ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ ის სახლში აღარ შესულა.

PALITRATV.GE-ის რეპორტიორის ზარს 112-ში მალევე მოჰყვა რეაგირება. ყინვაში დარჩენილი ჟოზეფინა ღლონტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ლილოს თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და თბილი ოთახი დაუთმეს. 74 წლის მოხუცს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაუწევენ. ლილოს თავშესაფრის წარმომადგენელი PALITRATV.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟოზეფინა ღლონტით უშუალოდ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაინტერესდა.

მარიამ ლორთქიფანიძე
©PALITRATV.GE