როგორია პრეზიდენტის ნაძვის ხე
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პრეზიდენტის ნაძვის ხეზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლეს. ბავშვებისთვის პრეზიდენტის სასახლეში სტუდია "ბასტი ბუბუს" ღონისძიება გაიმართა, თოვლის ბაბუამ კი მიწვეულ სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დამსწრეებს ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველას არაჩვეულებრივი განწყობა აქვს. მისივე თქმით, დღეს ტრადიციულად პრეზიდენტის ნაძვის ხე იმართება და დღის განმავლობაში, 12:00 საათზე, 16:00 და 18:00 საათზე ტარდება ღონისძიებები.