loader

უახლესი ფასები თბილისში თამბაქოს ჯიხურებიდან და ადგილები, სადაც "მარლბორო" და "პარლამენტი" ჯერ კიდევ იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ფასები თბილისში თამბაქოს ჯიხურებიდან და ადგილები, სადაც "მარლბორო" და "პარლამენტი" ჯერ კიდევ იყიდება

ახალი წლიდან ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, თუმცა არა ყველა სავაჭრო ობიექტში. "პალიტრა ტვ"-მ პეკინის, ასევე, ბახტრიონის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე სავაჭრო ჯიხურში თამბაქოს ნაწარმზე ფასები გადაამოწმა. სარეალიზაციო ჯიხურების ნაწილში "პარლამენტი", "მარლბორო", "ჩესტერფილდი" და "ელ ემ"-ი ძველ ფასად იყიდება, ნაწილში კი - გამყიდველების თქმით, ამ დასახელების სიგარეტები, რომლებიც კომპანია "ომეგას" შემოაქვს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ მიუღიათ, დარჩენილ მარაგს კი ძველ ფასად ყიდიან. რამდენიმე ჯიხურის გამყიდველებმა დაადასტურეს, რომ "ომეგას" პროდუქცია დეკემბრის თვეში საერთოდ არ შეუტანიათ დისტრიბუტორებს.

ამ თემაზე ვრცელ სიუჟეტს PALITRANEWS-ზე რუბრიკა "ეკონომიკა" ამზადებს, რომელსაც მაყურებელი ხვალ დილიდან იხილავს.