მერაბ ნინიძე ტომ ჰენკსთან ერთად სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში
ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში, "ჯაშუშთა ხიდში" საბჭოთა მომლაპარაკებლის როლს თამაშობს. დრამატულ ტრილერში, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, ნინიძე პარტნიორობას ჰოლივუდის ლეგენდას, ტომ ჰენქსს უწევს. სპილბერგმა ნინიძე ფილმ "არსად აფრიკაში" იხილა და იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა მისი თამაშის არტისტული მანერით, რომ საკუთარ ფილმში მიიწვია. "ჯაშუშთა ხიდი" საქართველოს კინოთეატრებში 2015 წლის 29 დეკემბერს გამოვა.
Watch the Englihs version on Georgianjournal.ge: Georgian actor Merab Ninidze to play alongside Tom Hanks in Spielberg’s new movie
Watch the Englihs version on Georgianjournal.ge: Georgian actor Merab Ninidze to play alongside Tom Hanks in Spielberg’s new movie