სომხეთი-საქართველოს საზღვარზე Duty Free გაიხსნება
სომხეთი-საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "დიუთი ფრი" გაიხსნება. დღემდე უბაჟო ვაჭრობის მაღაზიები მხოლოდ სომხეთის აეროპორტებში მოქმედებდა. "დიუთი ფრის" გახსნის მიზნით სომხეთი-საქართველოს საზღვარზე მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია "დიუთი ფრი ალიანსი" უზრუნველყოფს, რომელიც 1 მილიონი ევროს ოდენობის ინვესიტიციის ჩადებას აპირებს.