loader

ლონდონში იური გაგარინის ძეგლი დადგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონში იური გაგარინის ძეგლი დადგეს

ლონდონში იური გაგარინის ძეგლი ოფიციალურად გუშინ, 14 ივლისს გაიხსნა.
გაგარინის ძეგლი ადმირალ ნელსონისა და ჯეიმს კუკის მონუმენტებს შორის დადგეს.

გაერთიანებულ სამეფოში “კოსმოსური მოგზაურობის” იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ცოტა ხნის წინ მანჩესტერში სპეციალური გამოფენაც მოეწყო.

მანჩესტერში გაგარინი 1961 წელს იყო ჩასული, მაშინ ის პრემიერ-მინისტრ ჰეროლდ მაკმილანს და დედოფალ ელისაბედ მეორესაც შეხვდა. დედოფალს გაგარინთან სამახსოვრო ფოტოც აქვს გადაღებული.

2011 წელს რუსეთი და დიდი ბრიტანეთი კოსმოსის წელს აღნიშნავენ.