პარიზის შემდეგ ვაშინგტონი - ISIS-ის მორიგი მუქარა
"ისლამური სახელმწიფო" ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა "საფრანგეთის ბედს გაიზიარებს".
ვიდეორგოლში შესაბამის განცხადებას "ისლამური სახელმწიფოს" წევრი, ვინმე ალ-ღარიბ ალჟირელი აკეთებს. "ჩვენ ვეუბნებით ყველა ქვეყანას, რომელიც ჯვაროსნულ კამპანიაში მონაწილეობს - ღმერთის ნებით, თქვენ საფრანგეთის ბედს გაიზიარებთ. როგორც საფრანგეთს, მის ცენტრში - პარიზში დავარტყით, ვფიცავთ, რომ ამერიკას მის ცენტრში - ვაშინგტონში დავარტყამთ", - აცხადებს ისლამისტი.
სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, რომ ვიდეომასალის ავთენტურობის გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.