მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს - ილია მეორე
მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
პატრიარქი საკვირაო ქადაგებისას პარიზში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა. ასევე შეეხო თვითმფრინავის აფეთქების ფაქტს.
პატრიარქმა ღმერთს დაღუპული ადამიანების ცხონება, ხოლო დაჭრილთა გამოჯანმრთელება შესთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს ოჯახების მწუხარებას. გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ, რათა "საქართველოში და მსოფლიოში მშვიდობამ იზეიმოს".