შემზარავი ისტორია სამეგრელოში - "ქალიშვილობის ინსტიტუტის" ტრაგიკული შედეგი
"იმედის კვირის" ეთერში გავიდა, სამეგრელოში მომზადებული სიუჟეტი ჟორჟოლიანებისა და ხოჯავების ოჯახური ტრაგედიის შესახებ, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ შეურაცხყოფენ მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები ქალს, რომელიც, მათი მტკიცებით, "ქალიშვილი არ აღმოჩნდა" და ქმარმა სცემა.
სოფო მთივლიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისტორია დეტალურად არის მოთხრობილი. სიუჟეტის მიხედვით, 34 წლის დავით ჟორჟოლიანმა ქორწინებიდან მეშვიდე დღეს, ძალით დაამყარა ახლადშერთულ მეუღლესთან მარიამ ხოჯავასთან სექსუალური კავშირი და აღმოაჩინა, რომ ის ქალიშვილი არ იყო. გოგონას ოჯახი კი საპირისპიროს ამტკიცებს და სიმართლის დასაცავად სასამართლოში ჩივილს აპირებს.