20, 50 და 100 ლარის ბანკნოტები განახლებული დიზაინით - როგორ გავარჩიოთ ყალბი ორიგინალისგან
20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები 2016 წლიდან გამოვა და ძველ ბანკნოტებთან ერთად მიმოქცევაში იქნება.
ლარის ბანკნოტების განახლებულ დიზაინთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო "თბილისი რუმსში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამართა პრეზენტაცია, სადაც განახლებული ბანკნოტები წარადგინა.
როგორც ქადაგიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის, მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნები, მათ შორის, დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.