loader

სკანდალი: უკრაინულ პორტალზე, სავარაუდოდ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი შემზარავი კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი: უკრაინულ პორტალზე, სავარაუდოდ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი შემზარავი კადრები გავრცელდა

как новые реформаторы пытают людей для получения показаний (როგორ აწამებენ ადამიანებს ჩვენების მისაღებად ახალი რეფორმატორები) - ასეთი სათაურით გავრცელდა უკრაინულ პორტალ tube.ua-ზე შემზარავი კადრები, რომელიც სავარაუდოდ 2013 წლის ივნისში სამეგრელოს სამალავებში აღმოაჩენილი ვიდეომასალის ნაწილია.

შსს-მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.

უკრაინულ საიტზე თითქმის 5-წუთინაი მასალა გავრცელდა, სადაც მამაკაცის სასტიკი წამება, სექსუალური ძალადობა და შეურაცხმყოფელი მოპყრობაა ასახული. მასალა შეიცავს უმძიმეს კადრებს, რის გამოც ჩვენ მხოლოდ ვიდეოს ნაწილს გთავაზობთ, სადაც სავარაუდო წამების მსხვერპლი მამაკაცის ჩვენებაა ჩაწერილი.

ასევე იხილეთ:

რა იპოვა შსს-მ სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში

სამეგრელოს სამალავების საქმე: 10 ბრალდებულს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა