loader

"ლურჯი ვაშლი" - ეზიდების ტრადიციები; უსახელო საფლავები; უგზოუკვლოდ დაკარგული ორი მწყემსი; მესის სეხნია ხბო და ფეხბურთელის 77 წლის ფანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლურჯი ვაშლი" - ეზიდების ტრადიციები; უსახელო საფლავები; უგზოუკვლოდ დაკარგული ორი მწყემსი; მესის სეხნია ხბო და ფეხბურთელის 77 წლის ფანი

"პალიტრა TV"-ის ეთერში გადაცემა "ლურჯი ვაშლი", რომელსაც არსენ გვენეტაძე უძღვება, ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, წარმოგიდგენთ იმას,

► რაც ჯერ არსად გინახავთ;
► ისტორიებს, რომლებიც ჯერ არ გაგიგიათ;
► პერსონებს, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ...

დღეს გადაცემაში ნახავთ:

ეზიდების ტრადიციები - მსოფლიოში მილიონამდე ეზიდია, მათგან 20 000 საქართველოში ცხოვრობს. ეზიდური ტაძარი საქართველოში და ქორწინების კურთხევა ანუ ზავაჯ მარბრინი - ეზიდურ ქორწილში თქვენ "ლურჯი ვაშლი" გეპატიჯებათ.

უსახელო საფლავები
- უცნობი ქალი/მამაკაცი და საიდენტიფიკაციო ნომერი - ასეთი წარწერები შავ დაფებზე, აფრიკის დასახლებაში არსებულ ველის სასაფლაოზე, 1997 წლიდან გაჩნდა. როგორ ხდება უზედამხედველო მიცვალებულების დაკრძალვა და შესაძლებელია თუ არა უსახელო მიცვალებულს პატრონმა წლების შემდეგ მიაკვლიოს - ნახეთ სიუჟეტში.

უგზოუკვლოდ დაკარგულები - გაუჩინარებულ მწყემებს ოჯახის წევრები ეძებენ. 2009 წლის 20 ივნისს კასპის რაიონში, ნასოფლარ-ზენადლისის მთებიდან 6 შვილის მამა გაუჩინარდა. 2 წლის წინ კი დუშეთის რაიონში, საბერწეს მთებიდან, ახლგაზრდა მეცხვარე დაიკარგა. მათი ოჯახის წევრების ვერსიები - ნახეთ "ლურჯ ვაშლში".

ახდენილი ოცნება - მესის სეხნია ხბო და მისი 77 წლის ფანი ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალაში. ნომერ პირველ ფეხბურთელზე შეყვარებულ იზოლდა ჩხეიძის ძროხამ, მისი კუმირის ერთ-ერთი თამაშის დროს, იმშობიარა. ქალბატონმა ახალდაბადებულ ხბოს მესი დაარქვა და ეს ამბავი ფეხბურთელს facebook-ით შეატყობინა. მესიმ კი ქართველ ფანს ამანათი გამოუგზავნა.