loader

"თბილისობა", როგორც მოსკოვის ქართული კოლორიტი - როგორ იზეიმეს რუსეთში ქართული დღესასწაული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისობა", როგორც მოსკოვის ქართული კოლორიტი - როგორ იზეიმეს რუსეთში ქართული დღესასწაული

4 ოქტომბერს მოსკოვში თბილისობა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი "რუსეთის ქართველთა კავშირის" პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია იყო. კონცერტში მონაწილეობა თამარ გვერდწითელმა, დიანა ღურწკაიამ, აჩი ფურცელაძემ და სხვა ნაკლებად ცნობილმა შემსრულებლებმა მიიღეს. ღონისძიებამ ერმიტაჟის ბაღში ჩაიარა, სადაც გამოფენილი იყო ქართული სამზარეულო. სტუმრებს ხინკლის მოხვევის, ხაჭაპურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები ჩაუტარეს.

კონცერტის დაწყებამდე შეკრებილებს მოსკოვის მერის მიმართვა წაუკითხეს: "ძვირფასო მეგობრებო, გულითადად მოგესალმებით ქართულ ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისობაზე. დღეს ერმიტაჟის ბაღში საქართველოს დედაქალაქის სტუმართმოყვარე ატმოსფერო სუფევს, სადაც ყველა სტუმარი აღიქმება, როგორც საჩუქარი; სადაც მოისმენთ შესანიშნავ ეროვნულ სიმღერებს და ნახავთ ცეკვებს, რომლებიც აღგაფრთოვანებთ თავისი სილამაზით და ცხოვრების სიყვარულით. დღესასწაული თბილისობა მოსკოვურ შემოდგომას ნამდვილ ქართულ კოლორიტს შესძენს, ადამიანების გულებში თბილ მოგონებებს დატოვებს და ქართველ და რუს ხალხს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობას საფუძველს ჩაუყრის".

ფოტო: "Вестник Кавказа"