პედაგოგთა პროფესიული უნარ-ჩვევების გამოცდები დასრულებულია
პედაგოგთა პროფესიული უნარ-ჩვევების გამოცდები დასრულებულია. მათი მიმდინარეობის პროცესი დღეს, 8 ივლისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა შეაჯამა.
როგორც მან ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცდების მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტებისთვის დარეგისტრირებული იყო 20.537 პედაგოგი, მათგან გამოცდაზე 18.053 გამოცხადდა, გამოცდა არ გაიარა 2.484 პედაგოგმა, რაც საერთო რაოდენობის 12 პროცენტს შეადგენს.
მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა დაგვიანების ერთადერთი შემთხვევა, რა დროსაც პედაგოგი გამოცდაზე აღარ დაიშვა.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარ-ჩვევებში სამი დღის განმავლობაში 6, 7 და 8 ივლისს მიმდინარეობდა. პედაგოგებს 3-ნაწილიანი ტესტის ჩასაბარებლად 5 საათი ჰქონდათ.
გამოცდის შედეგები მაია მიმინოშვილის განცხადებით, 10 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი. პედაგოგების გამოცდები 11 ივლისს, ორშაბათიდან განახლდება. თავდაპირველად დაწყებითი კლასების პედაგოგების გამოცდები ჩატარდება, შემდგომ კი საგნობრივი გამოცდები.
დაწყებითების გამოცდაზე 3.500 პედაგოგია დარეგისტრირებული.