loader

სახლი, სადაც ბედნიერად უნდა იცხოვროთ, დანარჩენზე თქვენი სამშენებლო კომპანია იზრუნებს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლი, სადაც ბედნიერად უნდა იცხოვროთ, დანარჩენზე თქვენი სამშენებლო კომპანია იზრუნებს!

ახალი ბინის შეძენა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას გულისხმობს, თუმცა კომფორტი სახლში ათმაგდება მაშინ, როცა სამშენებლო კომპანია თავიდანვე ზრუნავს მობინადრეების ყოფაზე. კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" სწორედ ამის საშუალებას აძლევს "მწვანე ბუდაპეშტის" ბინადრებს - იცხოვრონ უზრუნველ და მყუდრო გარემოში.

9 ოქტომბერს, "მწვანე ბუდაპეშტის" ერთი წლის იუბილე კომპანიამ 300 სტუმართან ერთად აღნიშნა, რომელთა შორის კომპლექსის მომავალი მობინადრეები, დიპლომატიური და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კომპანიის პარტნიორები იყვნენ.

"მწვანე ბუდაპეშტის" მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად, მაისში დასრულდება. კომპლექსის ბინადრები ახალ საცხოვრებელში სხვადასხვა სერვისით ისარგებლებენ: ბავშვთა მოვლის ცენტრი, ფიტნეს-ცენტრი, სკვერები, კალათბურთის მოედანი, სარბენი ბილიკები. ერთი წლის მანძილზე ტერიტორიის დაცვა, დასუფთავება, მწვანე ნარგავების მოვლა უფასოდ განხორციელდება.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი; გიორგი ღუდუშაური