აცრემლებული პირველი ლედი - მაკა ჩიჩუამ ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი მშენებლობას საფუძველი სოფელ დიღომში დღეს საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჩაუყარეს. აღნიშნული სოციალური პროექტის ინიციატორი "ღია საზოგადოება-საქართველოა", მშენებლობას კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან ერთად, სამედიცინო კორპორაცია ევექსი" და ინდივიდუალურ დონორები აფინანსებენ. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.
მაკა ჩიჩუამ სიმბოლური საძირკვლის ჩაყრისას ცრემლები ვერ შეიკავა და გამოსვლის დროს საუბარშიც აღნიშნა, რომ მისთვის ეს დღე ძალიან ემოციურია.
მაკა ჩიჩუამ სიმბოლური საძირკვლის ჩაყრისას ცრემლები ვერ შეიკავა და გამოსვლის დროს საუბარშიც აღნიშნა, რომ მისთვის ეს დღე ძალიან ემოციურია.