loader

"საქმე" - სტუმრები: კახა მაღრაძე, გიორგი კვიტაშვილი, მარიკა დარჩია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმრები: კახა მაღრაძე, გიორგი კვიტაშვილი, მარიკა დარჩია

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"პალიტრა მედიამ" პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" ფარგლებში, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა გამართა. დისკუსია "ბიბლუსი გალერეაში" მოეწყო. შეხვედრას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაზე მომუშავე პირები. მრგვალ მაგიდასთან "პალიტრა მედიის" წარმომადგენლებმა სტუმრებს სოციალური პროექტის "იყიდე ქართული-გააძლიერე ქვეყანა" დეტალები გააცნეს და ინიციატივის განვითარებისა და კომპანიების ჩართულობის მიზნით, მათი იდეები მოისმინეს. როგორც "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის მთავარმა კონსულტანტმა, სალომე მეცხვარიშვილმა განაცხადა, ჰოლდინგის სურვილია, პროექტში რაც შეიძლება მეტი კომპანია და ადამიანი ჩაერთოს, რათა ქართული წარმოების განვითარებისთვის ყველაფერი გაკეთდეს. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქვეყნის გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

"საქმის" სტუმრები არიან: უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელი კახა მაღრაძე, ყოველკვირეული "კვირის პალიტრის" რედაქტორი გიორგი კვიტაშვილი და მედია ჰოლდინგ "პალიტრას" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია.