loader

ათამდე გასროლა და პანიკა თბილისის ცენტრში - რა მოხდა "რედისონთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათამდე გასროლა და პანიკა თბილისის ცენტრში - რა მოხდა "რედისონთან"

დღეს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, სასტუმრო "რედისონთან", თაბუკაშვილის ქუჩის 49-ში სროლა გაისმა. როგორც "პალიტრა ტვ"-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ათამდე გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენიშნეს, რომ "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან 3-4 ახალგაზრდა გაიქცა.

ამ დროისთვის სასტუმროსთან სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ამასთან, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა გადაღობილი ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის - "რედისონის" სამორინეს ნაწილი. ქუჩაში ყრია ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიის მასრები.

მომხდარ ინციდენტში მონაწილე მამაკაცი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.