loader

ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ამხელენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ამხელენ

დევნილთა მინისტრის მოადგილეს ქრთამის აღებაში ამხელენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორმა" ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს ქრთამის აღების დანაშაულში ამხელს.

როგორც "აპრიორის" თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული ოცნების" აქტივისტი ნიაზ ღადუა, რომელიც არის ზუგდიდის საკრებულოს წევრის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, კარლო ღადუას ბიძა, ვიდეოჩანაწერში საუბრობს, თუ როგორ აძლევდა ქრთამს სოზარ სუბარის მოადგილეს, მამუკა ცოტნიაშვილს. შენგელიას თქმით, ფარულ ჩანაწერში ღადუა გარკვევით საუბრობს, თუ როგორ ააგროვა დევნილებისგან სხვადასხვა ოდენობის თანხა და 21 500 ლარი, თბილისში სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახაშეში გადასცა მამუკა ცოტნიაშვილს დევნილებისთვის ბინების დამტკიცების სანაცვლოდ. შენგელია განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ორგანიზაციას მიაწოდა პირმა, რომელიც ღადუას ესაუბრება.