loader

"გატვისტე და დაზოგე" - რა კავშირშია ფრანგი კინოვარსკვლავი "სილქნეტი"-"ჯეოსელის" ახალ პროდუქტთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გატვისტე და დაზოგე" - რა კავშირშია ფრანგი კინოვარსკვლავი "სილქნეტი"-"ჯეოსელის" ახალ პროდუქტთან

"ტაქსის" ფრანგი ვარსკვლავი სამი ნასერი მარსელის ნაცვლად ამჯერად თბილისის ქუჩებში დაქრის. ეს ლუკ ბესონის საგის გაგრძელება არ არის - "სილქნეტის" და "ჯეოსელის" ახალი პროდუქტის ვიდეორგოლია. "გატვისტე და დაზოგე" - "ტვისტი" ორი კომპანიის ერთობლივი პროდუქტია, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ სატელეკომუნიკაციო სერვისებს აერთიანებს. ინოვაციური შეთავაზების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი "სილქნეტის" ინტერნეტთან, ტელევიზიასთან და ფიქსირებულ ტელეფონთან ერთად, მხოლოდ 2 ლარის დამატებით "ჯეოსელის" პაკეტს, "მეტი S"-ს, 14 ლარის დამატებით კი "მეტ უსასრულოს" მიიღებს.

მიიღე მეტი და გადაიხადე ნაკლები - მომსახურების საფასურის დაფარვის ერთიანი სისტემა "ტვისტის" კიდევ ერთი უპირატესობაა. აბონენტი მხოლოდ ერთ ანგარიშზე - "სილქნეტში" იხდის. პროდუქტით სარგებლობის შემთხვევაში, "ჯეოსელის" პაკეტის, "მეტის" ფასდაკლებით ჩართვა ოჯახის 5 წევრის ნომერზეა შესაძლებელი. პაკეტი "ტვისტით" მომხმარებელი ხარჯების 20%-ს დაზოგავს.

ავტორები: ნათია რუხაძე; გიგა ხურცილავა