loader

"ტარიელ ფოცხვერიას დღეები დათვლილია" - რას მოითხოვს ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტარიელ ფოცხვერიას დღეები დათვლილია" - რას მოითხოვს ე.წ. კანონიერი ქურდის ადვოკატი

"ტარიელ ფოცხვერიას დღეები დათვლილია, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების კომისია კი მის საკითხს შეგნებულად არ განიხილავს", - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, 4 თვის განმავლობაში, ფოცხვერიას მეტასტაზურმა კვანძმა 4 სანტიმეტრზე მეტით მოიმატა, რაც ნიშნავს, რომ სიმსივნე სწრაფად ვითარდება, ასეთ შემთხვევაში კი მსჯავრდებულს უფლება აქვს, სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახთან გაატაროს. ფოცხვერია 2 წელზე მეტია ონკოლოგიურ ცენტრშია მოთავსებული, სადაც ზოგადი ხასიათის მკურნალობა უტარდება. ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის მსჯავრდებული ტარიელ ფოცხვერია სასჯელს მესამე წელია იხდის.

"ფოცხვერია განუკურნებელი სენით არის დაავადებული. მივმართეთ ომბუდსმენსაც, რომელმაც მისწერა ჯანდაცვის კომისიას, რატომ არ ხდება ფოცხვერიას საკითხის განხილვა, თუმცა კომისია იქცევა ამ შემთხვევაშიც უყურადღებოდ. ამასთან, მთავარი ექიმის მიერ არის გაცემული რეკომენდაცია, სადაც წერია, რომ ფოცხვერიას საკითხი იქნეს განხილული შემჭიდროებულ ვადებში, რათა შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი", - განაცხადა ადვოკატმა.