loader

რა პირობებში ცხოვრობენ ბაგების სტუდქალაქში 21-ე საუკუნის სტუდენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში ცხოვრობენ ბაგების სტუდქალაქში 21-ე საუკუნის სტუდენტები

ნესტიანი და ბნელი დერეფნები, მოუწესრიგებელი იატაკი, ჩამონგრეული კედლები - 1975 წელს აშენებულ ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში, 21-ე საუკუნის სტუდენტები ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ყოველწლიურად ბაგების სტუდქალაქში 300-მდე სტუდენტი ცხოვრობს, აქ დაბინავების საშუალება კი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ და ისიც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით.

ელექტროენერგია და წყალი ბინადრებს უფასოდ მიეწოდებათ, გაზი კი საერთო საცხოვრებელში საერთოდ არ არის შეყვანილი. ინტერნეტის საფასურს სტუდენტები თავადვე იხდიან. ოთახებში, სადაც თითო სტუდენტი ყოველთვიურად 30 ლარს იხდის, მინიმალური ავეჯი დგას: კარადა, მაგიდა და საწოლი, თუმცა ზოგს არც ამდენად უმართლებს და შესაძლოა ოთახი სრულიად ცარიელი დახვდეს.

ავტორი: თიკო გურაშვილი