loader

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ქუთაისის პარლამენტთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ქუთაისის პარლამენტთან

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან "თავისუფალი ზონის", "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მოქალაქეები "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ თავისუფალ მედიაზე ზეწოლას თავი უნდა დაანებოს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს "რუსთავი-2" და თავისუფალი მედია, თუმცა ამას უბრალო მოქალაქეები არ დაუშვებენ.

ავტორი: ირაკლი აკობია