loader

აჭარული სოფელი ბათუმის ცენტრში: ფიცრული სახლი, რეწვის ნიმუშები და სამზარეულოს მასტერკლასები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარული სოფელი ბათუმის ცენტრში: ფიცრული სახლი, რეწვის ნიმუშები და სამზარეულოს მასტერკლასები

მოგზაურობა აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად - ეს არის ფესტივალი განდაგანა, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ევროპის მოედანზე ბათუმელებმა და ქალაქის სტუმრებმა ნამდვილი აჭარული სოფელი იხილეს ტრადიციული ფიცრული სახლით, პირუტყვით, ზვინითა და ქვევრებით.

"განდაგანას" პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჩატარდა აჭარული სამზარეულოს მასტერკლასები, გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, გაიმართა ფოლკლორული ჯგუფების კონცერტები და შავფაროსნების შოუ. ევროპის მოედანზე წარმოდგენილ აჭარულ სოფელს ბევრი მნახველი ჰყავდა. აჭარის მაღალმთიანეთით განსაკუთრებით უცხოელი ტურისტები დაინტერესდნენ და ფესტივალი "განდაგანა", რომელიც წელს პირველად ჩატარდა, აჭარული სოფლის პოპულარიზაციას და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს.