loader

პინოქიოს 130 წელი შეუსრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პინოქიოს 130 წელი შეუსრულდა

ზუსტად 130 წლის წინ მკითხველმა პინოქიო გაიცნო. კარლო კოლოდიმ ხის თოჯინის ისტორიის შექმნა 1880 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ისტორია რომის ”საბავშვო ჟურნალში” დაიბეჭდა. ავტორის გვარი ფსევდონიმია. საბავშვო მწერალმა კარლო ლორენცინიმ სახელი პატარა იტალიური ქალაქისგან - კოლოდისგან აიღო. ამ ქალაქიდან იყო მწერლის დედა. ამჟამად ქალაქში ხის კაცუნას ძეგლი დგას. ძეგლს შემდეგი წარწერა აქვს: ”უკვდავ პინოქიოს - მადლიერი მკითხველი(ოთხიდან შვიდ წლამდე)”.

ზღაპრის მთავარი გმირია ფიჭვის ხისგან გამოთლილი ბიჭუნა. ფიჭვი იტალიურად pino-ს ნიშნავს. აქედან მომდინარეობს მისი სახელი პინოქიოც. მოთხრობაში ხის ბიჭუნა იტყუება, ყოველი ტყუილის შემდეგ კი ცხვირი ეზრდებოდა.

1936 წელს ალექსეი ტოლსტოიმ მოთხრობის თავისებური ვერსია წარმოადგინა და მას ”ოქროს გასაღები, ანუ ბურატინოს თავგადასავალი” უწოდა. მთავარი გმირის სახელი იტალიური ხის თოჯინა burattino-სგან გაჩნდა.

ტოლსტოიმ თავის ნაწარმოებს ახალი პერსონაჟები შემატა და მოთხრობა სხვადასხვა დეტალებით გაამდიდრა.