loader

შს მინისტრმა ე.წ. ნარუშილოვკები გააუქმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრმა ე.წ. ნარუშილოვკები გააუქმა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები - ე.წ. ნარუშილოვკები ძალადაკარგულად გამოცხადდა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ.

"ჩემი დავალებით აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ და განადგურდება. ახალი, სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების, საჭიროების შემთხვევაში კონტროლისა და მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ე.წ. ნარუშილოვკების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გავრცელდა ყოფილი პატრულის, გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გადაღებული კადრები, რომელზეც სხვადასხვა დარღვევით გაჩერებული ცნობილი სახეები საიდუმლო საშვს უჩვენებენ პოლიციას.

იხილეთ: "რუსთავი 2" დაპირებულ კადრებს ავრცელებს - ვინ და როგორ სარგებლობდა "ნარუშილოვკებით"