loader

"ლურჯი ვაშლი" - საფლავები ბანკში ჩადებულ კერძო მიწის ნაკვეთზე და სასაფლაო, რომელზეც ორი ოჯახი დაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლურჯი ვაშლი" - საფლავები ბანკში ჩადებულ კერძო მიწის ნაკვეთზე და სასაფლაო, რომელზეც ორი ოჯახი დაობს

"პალიტრა TV"-ის ეთერში გადაცემა "ლურჯი ვაშლი", რომელსაც არსენ გვენეტაძე უძღვება, ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, წარმოგიდგენთ იმას,

► რაც ჯერ არსად გინახავთ;
► ისტორიებს, რომლებიც ჯერ არ გაგიგიათ;
► პერსონებს, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ...

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: საფლავები კერძო მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბანკშია ჩადებული და სასაფლაო, რომელზეც ორი ოჯახი დაობს.

ამ ზაფხულს ნუცუბიძის პლატოზე არსებული სასაფლაოს მიცვალებულთა ჭირისუფლებს წერილები დახვდათ, სადაც მათ მითითებულ ნომერზე დაკავშირებას სთხოვდნენ. გაირკვა, რომ მათი მიცვალებულები დასაფლავებულები არიან კერძო ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ, ბანკშია ჩადებული. მიწის მეპატრონე მიცვალებულების გადასვენებას და საკუთარი მიწით სარგებლობას ითხოვს, მიცვალებულთა პატრონები კი ამის წინააღმდეგები არიან. საქმის დეტალები შეიტყვეთ გადაცემის პირველ ნაწილიდან.

ქართულ სასამართლოში ერთ-ერთი უპრეცედენტო დავა - საფლავის და მიცვალებულის შესახებ. ერთი მოქალაქე მეორეს ედავება, რომ მიცვალებული მის ტერიტორიაზეა დასაფლავებული. მეორე ოჯახი კი აცხადებს რომ საფლავი 1942 წლიდან მათი საკუთრებაა. კიკნაძეებისა და წერეთლების დავა საფლავზე ნახეთ ვრცლად "ლურჯი ვაშლის" მეორე ნაწილში.