loader

პატარა თემო მარგველაშვილი დედასთან და პრეზიდენტთან ერთად საოპერო ვარსკვლავებს მასპინძლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარა თემო მარგველაშვილი დედასთან და პრეზიდენტთან ერთად საოპერო ვარსკვლავებს მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხე" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტის სასახლეში საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, ვიოლინო ფრანჩეს კადეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი იმყოფებოდნენ.

მიღებაზე აღინიშნა, რომ 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.